ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც

ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ანგარიშს შეეხებოდა, სადაც წერია, რომ 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო საპატრიარქოს ჯამში 64 კვ.კმ ფართობის უძრავი ქონება გადაეცა.

თურნავას თქმით, ყველა ეს ტრანზაქცია კანონის ფარგლებში ხორციელდება.

„ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას, დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით და არმგონია აქ რაიმე კითხვის დასმის საფუძველი იყოს," - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს