ვატო შაქარიშვილი აქტიურ პრივატიზებასთან დაკავშირებით, კახა კალაძის განცხადებას აკრიტიკებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი აქტიურ პრივატიზებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ეს ახალი და მასშტაბური კორუფციის წყარო იქნება.

როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად ღიად უნდა წარიმართოს.

„მუნიციპალური საკუთრებების აქტიურ პრივატიზებასთან დაკავშირებით, მერის გუშინდელი განცხადება საგანგაშო იყო. ვიცით რა, არაერთი ფაქტი, თუ როგორ განკარგავს მერია თბილისელების ქონებას, გვიჩნდება ლეგიტიმური საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ახალი და მასშტაბური კორუფციის წყარო იქნება. რა თქმა უნდა, გამოუყენებლი აქტივების ეფექტიანი მართვა მერიის ვალდებულებაა და შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში, შესაძლებელია მათი პრივატიზება და ამ მექანიზმით ეკონომიკის წახალისებაც, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სისტემურად და მაქსიმალურად ღიად წარიმართოს. არ უნდა მოხდეს ისეთი აქტივების გასხვისება, რომლებიც მომავალში შესაძლოა, ქალაქს ურბანული, რეკრეაციული თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულებით დასჭირდეს. აუცილებელია, მერიის ზედამხედველი ორგანოს - საკრებულოსა და საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყველანაირი შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლონ და მინიმალურ ფასად ჩაიგდონ ხელში თბილისელების საკუთრება მერთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფებმა. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით და პერიოდულად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო