სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორამციით, პრეზიდენტებმა ის პრობლემები და საფრთხეები განიხილეს, რომლებსაც კორონავირუსი მათ ქვეყნებსა და მოსახლეობას უქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ კრიზისის დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურება.

პრეზიდენტებმა საქართველო - ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კრიზისმა ევროკავშირ -საქართველოს ურთიერთობები არ შეაფერხოს.

ირლანდიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განვითარების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის მაღალი ხარისხის სოლიდარობაა საჭირო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორის გახსნის სტრატეგია საქართველოს უკვე გააჩნია.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოს პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა