თბილისის მერია - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები იმართება

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე თვეში პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.

„მიმდინარე თვეში მსგავსი პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება. პროექტში თბილისის მერიასთან ერთად, ჩართულია „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“ და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალური მიმართულებები შეიმუშავეს.

ვებინარზე „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების ოპერირების განახლებისთვის საჭირო კონკრეტულ სტანდარტებზე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ Hotel Collection International-თან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტებისთვის მსგავსი ინტერაქციული პრეზენტაცია უკვე გაიმართა და დაინტერესებული პირებისთვის ოპერირების შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმულები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გვერდზეა განთავსებული. ინტერაქციულ პრეზენტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა