ნინო ბურჯანაძე - „უკვდავმა პოლკმა“ შეძლო იმ იდეის რეალიზება, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული

“უკვდავმა პოლკმა“ შეძლო იდეის რეალიზება, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული, - ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ Russia Today-ს მიერ ორგანიზებულ ვიდეო ხიდის დროს განაცხადა.

„ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება გადაწეროს ისტორია, საშუალება, რომ დაწერონ ახალი ისტორია, სადაც ყველაფერი ყირაზე დგას. მსურს, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი შვილების თაობაც ამაყობდეს ჩვენი მამებით და ბაბუებით ისევე, როგორც ჩვენ ახლა ვამაყობთ. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ქვეყნებმა უკეთესად გამოძებნონ საერთო ენა და უკეთ გაუგონ ერთმანეთს. ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვცეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოიპოვა და ამის წართმევის უფლება არავის არ უნდა მიეცეს.

„ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ წაგვართვას ეს საერთო გამარჯვება და ის საფუძველი, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ხიდები ჩვენს ხალხებს შორის. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ არის ისტორიის გადახედვის ასეთი სურვილი, რომ აჩვენონ საბჭოთა კავშირის და მისი ხალხების როლი დამახინჯებული სახით და დაანგრიონ არსებული ხიდები“, - დასძინა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა