იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 274 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 100-ით ნაკლებია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 274 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 100-ით ნაკლებია. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 958 შეადგინა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 401 ადამიანი დაავადდა. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 215 858 აღწევს. აქედან 96 000-ზე მეტი პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 90 000 მეტი პირი. მათგან 1 300-მდე პაციენტის, ანუ 1%-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტალია, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია კორონავირუსის ეპიდემიით ევროპაში ერთ-ერთი პირველი დაზარალდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა