„ბლუმბერგი“ - ბერნარ არნომ, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულშია, კორონავირუსის გამო, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის განცხადებით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ფუფუნების საგნების გაყიდვების მესამედი. ჯერ კიდევ მარტში, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ქონება, მთლიანობაში, 300 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ბაზარზე კორონავირუსის გავლენას უკავშირდება.

„ფორბსის“ მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა სწორედ არნომ დაკარგა. ამის მიუხედავად, ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზეა 90 მილიარდი დოლარით. პირველ ადგილს ამაზონის დამფუძნებელი ჯოზეფ ბეზოსი იკავებს 141.8 მილიარდი დოლარით და მეორე ადგილზეა ბილ გეითსი 105.7 მილიარდი დოლარით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს