საგარეჯოში მომუშავე ექთანი, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი უფიქსირდება, PCR მეთოდით გადამოწმდება

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" ექთანი, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი უფიქსირდება, PCR მეთოდით გადამოწმდება. როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსი საგარეჯოს გარდა, მათ კლინიკაშიცაა დასაქმებული და ამჟამად სწორედ ბოჭორიშვილის საავადმყოფოში, იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში იმყოფება.

მისივე განმარტებით, იქამდე, ვიდრე PCR ტესტის პასუხები არ გახდება ცნობილი, მედიკოსი კოვიდინფიცირებულად არ ითვლება.

"დღეს მის მონაცემებს ოქროს სტანდარტით, PCR მეთოდით გადავამოწმებთ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას და დასკვნას ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. თვითონ მედიკოსი ელოდება განმეორებით კვლევას. როგორც ვიცით, აღებულია მასალა ცხვირ-ხახიდან, სავარაუდოდ, ჩატარებულია PCR ტესტი, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როგორც გითხარით, რომელიც ექიმების შეხედულებისამებრ საჭიროებს გადამოწმებას," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, მედიკოსთან სავარაუდო კონტაქტში მყოფ ბოჭორიშვილის კლინიკის 23 თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდა და მათი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

"კლინიკაში არის სპეციფიკურად განსაზღვრული სქემები. მედიკოსების ჯგუფებს არ აქვთ ერთმანეთთან შეხება და მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი კონტაქტების ეპიდემიოლოგიური რისკები. რა თქმა უნდა, მედპერსონალთან ჰქონდა შეხება, მაგრამ ეს არის რამდენიმე ერთეული ადამიანი, რომლებიც კარანტინში გადავლენ. დაინფიცირების წყაროს თქმა ძნელია. კლინიკაში მინიმუმამდეა დაყვანილი. გუშინ ვისთანაც შესაძლებელია ჰქონოდა კონტაქტი, მათ ნაწილს, კლინიკის 23 თანამშრომელს, ჩაუტარდა ტესტი და მივიღეთ უარყოფით შედეგები. ვინაიდან ორ კვირაში ერთხელ ყველა პერსონალის ტესტირება სავალდებულოა და წინასწარი გრაფიკის მიხედვით ვატარებთ. რა თქმა უნდა, გრაფიკში გადმონაცვლდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მეორეული ან მესამეული კონტაქტები შეიძლება ჰქონდეს ამ მედპერსონასთან. PCR ტესტი მართალია არის ოქროს სტანდარტი, დღეს არსებული ტესტებიდან, მაგრამ მისი მგრძნობელობა არის 85 %. სწორედ ამისთვის არებობს კლინიცისტი, რომელმაც თავისი დამატებითი კვლევები უნდა ჩაატაროს. ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ცალკე განყენებულად ტესტი არცერთ პაციენტთან არ მოქმედებს. იგივე ხდება აქაც. კლინიცისტს აქვს უფლება პაციენტის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და პროტოკოლში გაწერილი მერვე თავის მიხედვით, მინიმუმ მე-2-მე-4 დღიდან გაიმეოროს PCR კვლევა," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომუშავე ექთანს სწრაფი ტესტი გუშინ ჩაუტარდა, რამაც ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს