მარინა ეზუგბაია - PCR ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა არის 85%, ამიტომ აუცილებელია მასთან ერთად პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, PCR ტესტის 15%-იანი ცდომილება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თუ პაციენტზე არსებობს ეჭვი, რომ მას კორონავირუსი აქვს და PCR ტესტირებით უარყოფითი პასუხი იქნება მიღებული, ტარდება სხვა კვლევები.

ეზუგბაიას განცხადებით, PCR ტესტირება რჩება ოქროს სტანდარტად, რადგან ყველა სხვა ტესტირება არის დამხმარე.

„PCR ტესტის ყველაზე მაქსიმალური, სენსიტიური მგრძნობელობა არის 85%, ამიტომ არის, რომ მარტო PCR ტესტირება არ არის საკმარისი, აუცილებელია მასთან ერთად პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კოვიდინფიცირებაზე, მხოლოდ ტესტირებით არ უნდა [შემოვიფარგლოთ], ტესტირება არის დამადასტურებელი. ეჭვს გამოვთქვამთ პაციენტზე, ხომ არ აქვს მას არსებული მონაცემების გათვალისწინებით კოვიდინფექცია, მაღალი ეჭვი შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია, რომ PCR ტესტირება უარყოფითი იყოს და ეს მოხვდეს იმ მედიანაში, რასაც ჰქვია 15%, ამ შემთხვევაში არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება. ეს სიტუაცია დიაგნოზისთვის დამაბრკოლებელი არ არის, შესაძლებელია მისი კორექტირება სხვა კვლევებით. ამ 15%-იან ცდომილებას ფარავს ექიმის უნარ-ჩვევები და მისი პროფესიონალიზმი. PCR ტესტირება არის ოქროს სტანდარტი, დანარჩენი ტესტები არის დამხმარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო