წელს სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

2020 წელს სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 17 673 700 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის №292 დადგენილებაშია აღნიშნული.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, გამოყოფილი ბიუჯეტი სამედიცინო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვას და სხვა ისეთ მიმართულებებს მოხმარდება, რაც დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

კერძოდ, 17 673 700 ლარის მოცულობის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება - 391 300 ლარი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 50 000 ლარი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა 11 802 900 ლარი.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა 1 000 000 ლარი პროგრამის ადმინისტრირება - 387 000 ლარი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019 წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება (ნაწილობრივი) - 3 397 000 ლარი.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი - 407 800 ლარი.

NordDRG Grouper- პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი 237 700 ლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა