ანა დოლიძე - ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა არის უკან მომავალში, ჩვენ გვჭირდება ნახტომი მომავალში

ხელისუფლების მიერ წარდგენილ პოსტ-კრიზისულ გეგმას, რომელიც გუშინ პრემიერ - მინისტრმა გაგვაცნო, მე ვუწოდებ უკან მომავალში. ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ცხოვრების მანძილზე დავრჩეთ მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნად. რეალურად ქვეყანას სჭირდება ნახტომი მომავალში, - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმოება, მეცნიერება და მაღალი ტექნოლოგიები, ფაქტობრივად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარჩა მშიერი.

„მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მონდომებით ველოდებოდი ხელისუფლების ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას. ხელისუფლების წარდგენილი გეგმა აქცენტირებულია სოფლის მეურნეობაზე და ტურიზმზე, რომელსაც მე ვუწოდებ უკან მომავალში. ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი შვილების და შვილიშვილების ცხოვრების მანძილზე დავრჩეთ მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნად. გეგმა, რომელსაც არ აქვს ამბიცია, გადავიდეთ პირველი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის რიგებში. რა შედეგიც მოგვიტანა ეკონომიკაში ტურიზმზე დამოკიდებულებამ, კოვიდმა კარგად წარმოაჩინა. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმოება, მეცნიერება, მაღალი ტექნოლოგიები ფაქტობრივად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარჩა მშიერი. ეს გეგმა არის "უკან მომავალში", რომელსაც მივყავართ ისევ და ისევ არა დამაკმაყოფილებელ და მაჩანჩალა წარსულში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის აზრით, გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქცენტირებული იქნება წარმოებაზე და ხელისუფლება ამაზე „საერთოდ არ უსვამს ხაზს“

„მთელი მსოფლიო დღეს ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ეკონომიკური ნახტომისთვის და გარღვევისთვის კოვიდის კრიზისი, როგორ გააკეთოს მეტი ინვესტირება ტექნოლოგიურ განვითარებაში, კვლევებში, სამედიცინო ინდუსტრიაში და წარმოებაში. ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვჭირდება წარმოებაზე აქცენტი, რაზეც ხელისუფლებას საერთოდ არ გაუსვამს ხაზი. დღეს არსებობს ორი რეალობა "უკან მომავალში" ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული და ამბიცია, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დადოს ამბიციური გეგმა ორიენტირებული ეკონომიკურ ნახტომზე“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს