კახა კალაძე - გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი

გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთაწმინის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების შესახებ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია ქალაქში სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არსებული ეკოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ეს არის არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა და ამ მიმართულებით უკვე ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, 2020 წელს მერიის მიერ „მწვანე პოლიტიკის“ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად მიაწვდიან საზოგადოებას.

„თბილისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“ - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო