უკრაინელი მინისტრი - მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ სააკაშვილი და სად არა - თუ თბილისის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, რას ვიზამთ, გადავიტანთ

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად - არა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

„თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსნებთ, დღეს საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა