სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ელჩი გამოიძახონ კონსულტაციებზე, სრულიად გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს

საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ელჩი გამოიძახონ კონსულტაციებზე, სრულიად გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კონსულტაციებზე ელჩის გამოძახება „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის კლასიკური მაგალითია“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ელჩი გამოიძახონ კონსულტაციებზე, სრულიად გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს. ეს არის ზოგადად, „ქართული ოცნების“ სტილი, რომ ერთის მხრივ, თან იზეიმონ წარმატება და „იმედზე“ რაც ხდება ამის კარგი მაგალითია, ბატონი მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ყავის მომდუღებლად ინიშნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიო. მეორეს მხრივ, თუ საზეიმოდ აქვთ საქმე, თან კონსულტაციებზე ელჩის გამოწვევა, კლასიკური მაგალითია „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის. საბოლოო ჯამში, ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, რომ არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე არ მოეხდინათ და არცერთი წამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინათ სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან. ეს მუქარები, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გადახედვა და რაღაც პრობლემების შექმნა მომავალში და ამიტომ იწვევენ ახლა ელჩს, ჩვენი ეროვნული ინტერესებს საწინააღმდეგოა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო