სერგი კაპანაძე არჩილ თალაკვაძის მიერ ანდრიუს კუბილიუსისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს „თეთრზე შავის“ მტკიცებად აფასებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარისთვის, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისთვის გაგზავნილი წერილის შინაარს „თეთრზე შავის“ მტკიცებად აფასებს.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანმხებაზეა საერთაშორისო თანამეგობრობის იმედები დამყარებული და ისინი ელოდებიან, რომ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოხდება.

„თალაკვაძის პასუხი კუბილიუსს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ევროპაარლამენტარია და წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს, არის თეთრზე შავის მტკიცების მცდელობა. წერილში თალაკვაძე საუბრობს, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილაო, მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობა მონაწილეობდა ამ შეთანხმების შედგენაში და მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი, სწორედ ამ შეთანხმებაზეა, რომ პოლიტიკური პროცესის დასტაბილურება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოხდება. ამიტომ, ეს პოლიტიკა რომ შავზე ამტკიცონ თეთრი და თეთრზე - შავი, ბოლო წლების განმავლობაში სრული კრახით დამთავრდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი ისწავლა და აგრძელებს ზუსტად იგივეს. ეს სადამდე მიიყვანს და რა საერთაშორისო გამოწვევები და რა საერთაშორისო პასუხი ექნება ამას, ყველა ერთად ვნახავთ. უკვე ერთხელ ვნახეთ დეკემბერ-იანვარში რა დამოკიდებულებაც იყო არჩილ თალაკვაძის მიმართ პირადად და ასევე „ქართული ოცნების“ მთელი გუნდის მიმართ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს წერილი გაუგზავნა. წერილში თალაკვაძე აცხადებს, რომ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების გამყარებისთვის.

"შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან", - ნათქვამია წერილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს