მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება ტურიზმის ინდუსტრიაში, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის, რომ საქართველო პირველი ქეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც პირველი ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, ჩატარდება.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია კოვიდთან წარმატებული ბრძოლით, ტურიზმის, კერძო სექტორის გამოწვრთნით კარანტინების პროექტის ფარგლებში, რომ მზადყოფნაა და უკვე არსებული გაიდლაინებია, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.

ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველ უნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით. ეს დაეხმარება. ეს დაეხმარება ჩვენს კერძო სექტორს შემოსავლის მიღებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ამ ინდუსტრიაში, გააგრძელებენ მუშაობას და იმედს ვიქონიებთ, რომ ტურიზმი კიდევ მეტად გაზრდის დასაქმების არეალს ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდგომ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვირიშვილის ამ განცხადებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა