ნინო წილოსანი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ წარმოდგენილი პროექტი ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი კონტრიბუციაა

ფონდი „ქართუსა“ და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ - ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების პროექტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტი 700 ჰა ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს.

„ფონდი „ქართუსა“ და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა. პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს. დარგის სპეციალისტების, ეკოლოგების, ბიოლოგების, ურბანისტების და სხვათა ჩართულობით, ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლა, ასევე გამხმარი და გაფუჭებული ხეების აღრიცხვა და დამატებით ახალი ენდემური ჯიშის ხეების და ნარგავების დათესვა მოხდება. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასიარულო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები, რაც ფაქტიურად ოთხსეზონიან, ლამაზ ეკო სისტემას შექმნის. პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მას განახორციელებს ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 16 მილიონი ლარის დაფინანსებით. ქალაქის ეკო სისტემის აღდგენის ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, ფასდაუდებელია“, - განაცხადა წილოსანმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა