8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა

8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა სევერინ ჩაპაზმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდგომ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ დელეგაციის წარმომადგენლებთან და წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად თბილისში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს პირველადი საჭიროების სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო