ნათია თურნავა - სექტემბერში, საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება მინისტერიალი, რომელშიც რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

სექტემბერში, რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ, ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მყისიერად მოყვა ჩვენს გუშინდელ მნიშვნელოვან განცხადებას, ტურისტული ბაზრის ძალიან მალე გახსნის თაობაზე, ეს არის ის დასტური, რაც დღეს მივიღეთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისგან, არის ის, რომ სულ მალე, სექტემბერში, შესაძლოა შედგეს მინისტერიალი და რამდენიმე ათეული სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ, ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია. რატომ არის შესაძლებელი ეს საქართველოში? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც ყველაზე ადრე ვიქნებით მზად ტურისტების მისაღებად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დღეს საუბარი შედგა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან, სადაც განიხილეს, საერთაშორისო სტანდარტების და გაიდლაინების დაწესების საკითხი.

„საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც ეპიდემიის შემდეგ ხსნის საკუთარ ტურისტულ ბაზარს. ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული თარიღები დაასახელა საკუთარი ტურისტული ბაზრის გახსნის. ჩვენ პირველი ივლისიდან მზად ვართ, მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ ეს ტურისტული სეზონის გახსნა არა მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ჩვენი სტუმრებისთვის, არამედ, სრულიად უსაფრთხო, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო კომუნიკაციაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და მის გენერალურ მდივანთან, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილთან, ჩვენს ძალიან დიდ პატრიოტთან და გულშემატკივართან. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აქტიურად მუშაობს ეს ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების და გაიდლაინების დაწესებაზე და ჩვენ სულ მალე გვექნება ის, მიახლოებით თუ რა პრინციპები იქნება აქ ასახული, თუმცა ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ, რადგან ჩვენ მართლაც ისეთი გამოცილება შევიძინეთ, რომ შეგვიძლია, ჩვენი წინადადებები მივაწოდოთ დანარჩენ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების სტანდარტები და წესები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან