უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღეს პლენუმის სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრად ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე აირჩიეს.

„დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევა წარმოადგენდა, რაც განპირობებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე გასიტაშვილის საკვალიფიკაციო პალატის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვით.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრად დასახელდა და არჩეულ იქნა ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

მეორე საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, სხვა ორი პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა.

ამასთან, ამავე სხდომაზე პლენუმმა განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა და დაამტკიცა ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განმხილველი შემადგენლობის განსაზღვრის წესის შესახებ“ ახალი დებულება.

პლენუმმა მხარი დაუჭირა დიდი პალატის შემადგენლობაში უზენაესი სასამართლოს ყველა წევრის არჩევისა და საქმის განმხილველი შემადგენლობის ახალი დებულების შესაბამისად განსაზღვრის წესს, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა შერჩევას პალატების პარიტეტულ საწყისებზე, ელექტრონული წესით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის საფუძველზე“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ