გია ვოლსკი - კუბილიუსის განცხადება არამხოლოდ უსაფუძვლო, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია

კუბილიუსის განცხადება არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია. ეს განცხადება ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაც არის , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს.

ვოლსკის შეფასებით, კუბილიუსის განცხადებიდან ჩანს, რომ ის მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„შეთანხმების ნაწილი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემა ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე, კუბილიუსის განცხადება არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტულ პიროვნებებს კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას და რაღაცა კონიუნქტურული მოსაზრებებით მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს განცხადება ერთი მხრივ, არის აშკარა და ღია მხარდაჭერა იმ დემაგოგიური პოლიტიკისა, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია და მეორე მხრივ, ეს არის ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაც ვინაიდან, ეს მისი პირადი პოზიციაა და არა თვითონ - ევროპარლამენტის. ჩემთვის გაუგებარია, რა ვალდებულებები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ამ პიროვნებას, თუ არა მოკავშირეობა. სხვა რა უნდა არსებობდეს?! გარკვეული სტანდარტიდან ესოდენ დიდი გადაცდომა მაფიქრებინებს, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებელი არ არის, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლო მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია. ვწუხვარ, რომ საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ეს განცხადებაც ემატება, რომელიც მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა