განათლების მინისტრის მოადგილე - საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას სრულად იქნება გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ვენტილაციის, ჰიგიენური ნორმების დაცვის თუ დეზინფექციის საკითხები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიცკევიჩმა განუცხადა, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება და ვადები ივნისში დადგინდება.

„საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად, სამინისტრო იმოქმედებს ეპიდმდგომარეობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ვენტილაციის, ჰიგიენური ნორმების დაცვის თუ დეზინფექციის საკითხები. ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება. გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები, ისევე როგორც ეს აქამდე წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკის მიხედვით ხდებოდა, განისაზღვრება ივნისის თვეში. სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ამ საკითხებზე, მომდევნო კვირაში დაგეგმილი განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას მიაწვდის საზოგადოებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს