თეონა ჭალიძე - სახელმწიფო რაიონში ჩაწერილ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში ქირით ცხოვრობენ, შიმშილისთვის წირავს

პარტია "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, სახელმწიფო რაიონში ჩაწერილ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში ქირით ცხოვრობენ, შიმშილისთვის წირავს.

ჭალიძის თქმით, „არავის ადარდებს ეს ხალხი, რადგან მათი დიდი ნაწილი არჩევნებშიც არ და ვერ მონაწილეობს”.

„თუ რაიონში ხარ ჩაწერილი და თბილისში ქირით ცხოვრობ, ან სხვაგან ხარ ჩაწერილი და სხვაგან ჩარჩი, უბრალოდ ოფიციალურად განწირული ხარ შიმშილისთვის. ყურადღებას არ გაქცევს არავინ. ასეთი შემთხვევებისთვის, უბრალოდ, არ იცი ვის მიმართო, იმიტომ რომ ასეთი არც არავინ არაა ამ ქვეყანაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გისტუმრებენ ტექსტით: ჩვენთან არ ხართ ჩაწერილი თორემ კი დაგეხმარებოდითო. ნუ, ესეც მტკნარი სიცრუეა, მაგრამ მიზეზი არსებობს, რომ არ დაგეხმარონ. გახარია არ იცოდით ეს ხომ? არადა, როცა საგანგებო ვითარებაა მსგავს საკითხებზეც უნდა იფიქროს ვინმემ და გამოსავალი უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ არავის ადარდებს ეს ხალხი იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი არჩევნებშიც არ და ვერ მონაწილეობს. ხმებს ვერ მიიღებენ მათგან და ამიტომაც კისერიც უტეხიათო”, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს