ანა დოლიძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ facebok-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს ყალბი ანგარიშების დაბლოკვის გამო მადლობის წერილი გაუგზავნა.

როგორც ანა დოლიძე წერილში აღნიშნავს, ანგარიშების წაშლამ უკრიტიკო მტკიცებულებად აქცია ის ფაქტი, რომ „ტროლების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იდგა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბ-ნო მარკ ცუკერბერგ თქვენ და facebok-ის გუნდს, რომელმაც უკვე მეორედ გამოააშკარავა და გაანეიტრალა საქართველოს facebook-ის სივრცე ყალბი „ექაუნთებისგან“ და „ტროლებისგან“.

მე და ჩემნაირი ბევრი ადამიანი თქვენი ქსელის მეშვეობით, ვცდილობთ ობიექტური, ღირებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციების გაზიარებას მკითხველისთვის, ჩვენი საქმიანობის და მიზნების სწორი და პატიოსანი მეთოდებით მიწოდებას, მაგრამ ამის პარალელურად ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა ასობით „ტროლთან“, რომლებიც ბინძური მეთოდებით, შავი პიარით უპირისპირდებიან ყველა განსხვავებულ აზრს.

მე პირადად, დიდი ხანია ღიად ვსაუბრობ „ტროლებზე“, რომელთა ზურგს უკან ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსით. დღეს თქვენს მიერ ჩატარებულმა წმენდამ ეს ფაქტი ყველასთვის უკრიტიკო მტკიცებულებად აქცია.

როგორც ჩანს, ბ-ნო მარკ ცუკენბერგ, თქვენც ისივე როგორც მე, ცივილიზებულ ღირსებაზე დაყრდნობილი, საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკუსიის მომხრე ხართ, რაც თქვენს სოციალურ ქსელს კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებს.

კიდევ ერთხელ მადლობა იმ ხალხისგან, რომლებსაც ჭეშმარიტად აინტერესებს საქართველოს უკეთესი მომავალი და ამ მომავლის კეთება სუფთა ხელებით“ , - წერს ანა დოლიძე მარკ ცუკერბერგისადმი გაგზავნილ წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს