ევროკომისია წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საზღვრების 15 ივნისამდე ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და შენგენის წევრი ზოგიერთი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს, სიტუაცია ევროპასა და მსოფლიოში კვლავ დაძაბული რჩება. ჩვენი მოწოდების მიზანია ევროკავშირის საზღვრები 15 ივნისამდე ჩაკეტილი იყოს, რათა ევროკავშირში კორონავირუსი თავიდან არ გავრცელდეს“, -ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის 30 წევრ ქვეყანასთან ერთად შეზღუდვა ისლანდიაში, ლიხტენშტაინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშიც მოქმედებს.