დონალდ ტრამპი - კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან

კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპმა შეხვედრა პანდემიაზე საუბრით დაიწყო.

„ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა და აღვადგენთ“ , - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამერიკელებს სურთ თავიანთი ქვეყანა, ცხოვრება და შესანიშნავი ეკონომიკა დაბრუნდეს.

„ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ და ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება“,- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი წელს გაქრება. „გარკვეულ მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან“,- აღნიშნა ტრამპმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვაქცინა ძალიან კარგი იქნება.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან - დონალდ ტრამპი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო