ვლადიმერ პუტინი - მცდელობას, გადაწერონ ისტორია და მეორე მსოფლიო ომის  დაწყების გამო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს

მცდელობას, გადაწერონ ისტორია და მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიის გადაწერის სქემები იმ ქვეყნებში იქმნება, სადაც შიდა კონფლიქტებია და ისინი, ვინც ამას აკეთებენ ამომრჩევლების გააქტიურებას ცდილობენ. პუტინის აზრით, ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთ ქვაბში მოხარშვით ეს ადამიანები ცდილობენ, რუსეთს დანაშაულის ცრუ გრძნობა გაუჩინონ და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრონ.

„ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს დანაშაულის გრძნობა. საბჭოთა კავშირმა გამარჯვების სამსხვერპლოს საკუთარი 27 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე შესწირა. ამიტომ მათ, ვინც ისტორიის გადაწერას ცდილობს, გამართლება არ აქვთ,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთში დღეს ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.

იხილეთ ვიდეო:მცდელობას, გადაწერონ ისტორია და „მეორე მსოფლიო ომის“ დაწყების გამო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს - ვლადიმერ პუტინი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო