ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე - ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ვაკის პარკში მისულმა ღარიბაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველების როლზე ისაუბრა.

„ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ ამ ომში წარმოდგენილი და უდიდესი როლი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების მისაღწევად. ამიტომ, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველი მებრძოლის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა მივესალმო ჩვენს ვეტერანებს, მინდა მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს