რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 1576 სამხედროს დაუდასტურდა

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მარტიდან 1576 სამხედრო დაინფიცირდა. ამასთან, კორონავირუსი დაუდგინდა 187 კადეტს და თავდაცვის სამინისტროს 384 სამოქალაქო თანამშრომელს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით, რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 187 859 შემთხვევაა გამოვლენილი. გარკვეული მედიასაშუალებები წერენ, რომ ქვეყენაში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, რაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მერმაც დაადასტურა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს