აკაკი ბობოხიძე - გახარიამ ჯობია უპასუხოს, რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, შეასრულოს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება საკადრის პასუხს მიიღებს

როგორც ჩანს, ჩვენი პრემიერი არც კი ეცნობა წერილებს, არც ერთი ჩვენი პარტნიორის და მათ შორის, არც კუბილიუსის წერილში სიტყვა „პოლიტპატიმრები“ ნახსენები არ არის, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსი წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

ბობოხიძის თქმით, საერთაშორის პარტნიორები საქართველოს მთავრობისგან 8 მარტის შეთანხმების დაცვასა და შესრულებას ითხოვენ.

“სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი პრემიერი არც კი ეცნობა წერილებს, არც ერთი ჩვენი პარტნიორის და მათ შორის, არც კუბილიუსის წერილში სიტყვა პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის. ისინი ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების დაცვას და ითხოვენ, რომ არ უნდა დატოვოს სასამართლო გადაწყვეტილებამ პოლიტიკური შერჩევითობის შთაბეჭდილება. ისინი გველაპარაკებიან დიპლომატიური ენით და სწორედ ამიტომ არ იყენებენ ამ სიტყვას. გახარიამ ჯობია უპასუხოს, რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, შეასრულოს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება რა თქმა უნდა, მიიღებს საკადრის პასუხს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ასევე აისახება ქვეყნის მდგომაროებაზეც”, - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები და პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო