ლევან რატიანი - რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, ჩვენ 154 დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, აქედან 95 პაციენტი გავწერეთ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. როგორც რატიანი განმარტავს, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტი გვყავს, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. დაახლოებით, 11 პასუხს ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს - საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითი იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, ის აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კლინიკამ რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული არ გვყავს“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო:ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით დაინიფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა