გიორგი ვაშაძე ექიმებს - დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის შიგნით

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, ის ექიმებთან ერთად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით ქვეყანაში ტურისტების მიღება.

„თქვენი მოსაზრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, კორონავირუსის პირობებში. დღეს ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს - კორონავირუსი ერთი მხრივ, მეორე მხრივ - ეკონომიკური პრობლემები. სად არის ზღვარი შეზღუდვებსა და სამსახურს შორის, ელემენტარულად ადამიანები, რომ შიმშილმა არ მოკლას. საინტერესო სტატია ვნახე გაეროს საკვების უსაფრთხოების ხელმძღვანელის, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები რაღაც პერიოდში, რა თქმა უნდა, სიკვდილიანობას ამცირებს, მაგრამ შემდეგ უკვე თუ დიდხანს გაგრძელდა ზრდის სერიოზულად სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის პრობლემებს აჩენს შიმშილიდან და სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს რაღაც ოქროს შუალედი აუცილებელია დაცული იყოს. ორ თემაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ, პირველი - ეს არის ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის დღემდე არ არის ცნობილი თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ დღეს ქვეყნის შიგნით და მეორე არის ის, თუ რა ალგორითმით ვახდენთ ტურისტების ტესტირებას, ანუ კოვიდპასპორტის გაცემას, რომ ისინი ჯანმრთელები შემოვიდნენ და არ მოხდეს ვირუსის ხელახალი გავრცელება უცხოეთიდან მიღებული მგზავრებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს