რომან გოცირიძე - ივანიშვილმა გადაწყვიტა საყვარელი „ტრიუკი” გაიმეოროს - გახარიას განცხადებიდან ჩანს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებას და 120/30-ზე გადასვლაზე უარის თქმას აპირებენ

როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა კვლავ გაიმეოროს თავისი საყვარელი „ტრიუკი” და უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.

გოცირიძის თქმით, გახარიას განცხადებაში გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არც საარჩევნო სისტემის ცვლილებას აპირებს და არც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიო გლობალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა გადართული, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა კვლავ გაიმეოროს თავისი საყვარელი „ტრიუკი” და უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე. როგორც მისი წარმომადგენლის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, აპირებენ 120/ 30-ზე საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმას და პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებას. ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. ვირუსი გადაივლის, ერთიც და მეორეც,“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა