დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პანაშვიდი გადაიხადა. მისი თქმით, საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შედეგები არ შეეხო. ჯაღმაიძის განცხადებით, ეს ხსოვნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა.

„მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის ხსოვნა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას ეხებოდა, ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოლა - ჩვენს პაპებს, დიდ პაპებს. მნიშვნელოვანი არის ეს ხსოვნა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ისტორია და თითოეული ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი პერიოდი,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა