კოტე კემულარია - არ უნდათ აღიარება, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ - პანდემიას ამოფარებულებს აღარ სურთ ხელშეკრულების შესრულება

მესმის, რომ ამათ არ უნდათ აღიარება, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, მაგრამ მთავარი არის, რომ ისინი არიან პოლიტიკური ფიგურები, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, უმჯობესია ხელისუფლებამ შეთანხმება შეასრულოს, რაც მას ქვეყნის შიგნით ავტორიტეტს შეუქმნის, ქვეყანას კი საერთაშორისო დონეზე ნდობას აღუდგენს.

„რას დაარქმევს გიორგი გახარია ამ ადამიანებს - ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას პოლიტპატიმრებს თუ ჩვეულებრივ პატიმრებს, არაპატიმრებს თუ უბრალოდ ტუსაღებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები- უგულავა და ოქრუაშვილი, რურუა არის კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელი ანუ მათი პატიმრობა რომ პოლიტიკურია, ამაზე არავინ არ დაობს არც ქვეყნის შიგნით და იმ ხალხს, ვინც წერილი მიწერა ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმით, რომ ამაში პოლიტიკური შემადგენელი არის ძალიან დიდი დოზით,“- განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისი შეფასებით, გახარიას დღევანდელი განცხადება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ პანდემიას ამოფარებულ ხელისუფლებას ხელშეკრულების შესრულება აღარ სურს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან კარგად იცნობს იმ წინაპირობებს, რაც უძღოდა 8 მარტის შეთანხმებას, ისინი ხომ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების გაფორმებაში. ამიტომ გახარიას დღევანდელი განცხადება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მათ ამ პანდემიას ამოფარებულებს აღარ სურთ ამ ხელშეკრულების შესრულება. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს კარანატინის, საგანგებო ვითარების, „კომენდანტის საათის“ პირობებში. მაგრამ ეს ძალიან სახიფათოა, ეს პირდაპირ ურტყავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ახლა გვჭირდება ეკონომიკური, ფინანსური დახმარება ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან და რას ვაკეთებთ ეს არის ყველაზე საყურადღებო,“-განაცხადა კოტე კემულარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს