ევროპის ქვეყნების ელჩები მიმართვას ავრცელებენ - ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის

ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მიმართვას ავრცელებენ. ვიდეო - “24 ელჩი, მისიის ხელმძღვანელი და ერთი გზავნილი - „ევროპის ერთიანი გუნდი TeamEurope საქართველოსთვის!“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის "ფეისბუქის" გვერდზეა გამოქვეყნებული. ელჩების განცხადებით, ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი.

“დღეს ევროპის დღეა. ვიხსენებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც, 70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, დეკლარაცია წარმოადგინა. დეკლარაცია ევროპის კონტინენტზე ომის ლოგიკის დასრულებისა და მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს ხედვა 70 წლის შემდეგ იქცა მშვიდობიან და წარმატებულ ევროკავშირად, რომელიც 27 სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს.სიამაყით ვუზიარებთ ამ სოლიდარობის სულისკვეთებას ჩვენს ახლო პარტნიორს, საქართველოს, განსაკუთრებით დღევანდელი კრიზის დროს.ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.ჩვენ ვართ ,,ევროპის გუნდი” (Team Europe) საქართველოში და დღეს ევროპის დღეა!- ნათქვამია ელჩების მიმართვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა