თენგიზ ცერცვაძე - ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო

თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუკი მობილიზაციის და რეკომენდაციების დაცვის ეს ხარისხი გაგრძელდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად აღარ მოიმატებს.

„თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული, ან ორი ათეული“, - განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, მცხეთაში მდებარე მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში, რომელიც ცოტახნის წინ კოვიდ-კლინიკების რიცხვს დაემატა, ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს და არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„აქ სულ ჰყავდათ 17 პაციენტი, მათგან 3 გაწერეს და ახლა ჰყავთ 14. სხვა ყველა კლინიკასთან შედარებით, სადაც მე ვყოფილვარ, ამ კლინიკაში არის შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტები, პაციენტების დაახლოებით ნახევარი ჰყავთ საშუალო სიმძიმის. კრიტიკული ავადმყოფები საბედნიეროდ აქ ჯერ არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგად მოწყობილი რეანიმაციული განყოფილება აქვთ 18 საწოლზე. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ეს ცენტრი. გარწმუნებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი კლინიკა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა წამყვან კლინიკებს,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

covid 19-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტებთან ერთად, მცხეთაში მდებარე მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკას ეწვია და ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრა გაიმართა კლინიკის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა