თენგიზ ცერცვაძე PCR ტესტებზე - მედიცინა არ არის მათემატიკა, მედიცინაში არაფერი არ არის 100%-იანი და გარანტირებული იმიტომ, რომ ცოცხალ ადამიანთან გვაქვს საქმე

მედიცინა არ არის მათემატიკა, მედიცინაში არაფერი არ არის 100%-იანი და გარანტირებული იმიტომ, რომ ცოცხალ ადამიანთან და ორგანიზმთან გვაქვს საქმე,- ასე უპასუხა თბილისის ცეტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ოქროს სტანდარტად აღიარებული PCR ტესტების ცდომილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე განმარტებით, PCR ტესტი ოქროს სტანდარტად იმიტომ არის მიჩნეული, რომ სხვებს სჯობს, თუმცა, არც ის არის 100%-იანი სიზუსტის. ამასთანავე, ცერცვაძის თქმით, ცდომილებას უამრავი მიზეზი იძლევა, მათ შორის ანალიზისთვის ნაცხის აღების მეთოდი.

„PCR ტესტი, ოქროს სტანდარტად იმიტომ ითვლება, რომ სხვებს სჯობს, მაგრამ ის არ არის 100%-იანი. ცდომილებას იძლევა უამრავი მიზეზით, შეიძლება ტესტში რაღაც ხარვეზი იყოს. თქვენ რომ ნახოთ, როგორ იღებენ ცხვირ-ხახიდან მასალას, სპეციალური ჩხირით შედიან ცხვირ-ხახაში, ყველა ადგილიდან ცდილობენ, აიღონ, ელემენტარული ამბავია, ვირუსი შეიძლება იმ უბანში არ მოხვდა და ეს მოგვცემს უარყოფით შედეგს, ეს იშვიათია, მაგრამ ხდება,“- განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო