თენგიზ ცერცვაძე - ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, წესით არ უნდა იყოს მატება

ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, წესით არ უნდა იყოს მატება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე- ერთი ათეული, ან ორი ათეული.

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული, ან ორი ათეული.

მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია,“ - განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა