რუსლან აბაშიძე - საქართველო შეუქცევადად ადგას ევროპული განვითარების გზას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებით, დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლოსა ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსლან აბაშიძემ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველო შეუქცევადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ერთგულია იმ ევროპული ღირებულებების, როგორიც არის ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს არის ახლოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ევროპის დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებასა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს მშვიდობიან და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება“,- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს