შალვა კიკნაველიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უმრავლესობის წევრმა ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ფასდაუდებელი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„75 წელი გავიდა მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე - ფაშიზმზე გამარჯვებიდან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო ბოროტების დამარცხებაში. ჩვენ დავკარგეთ 300 000 საუკეთესო ქართველი, რომელთა სიცოცხლის ფასად მსოფლიომ სტაბილურობა და მშვიდობა მოიპოვა. მინდა, ეს დღე, უდიდესი პატივისცემით მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ადამიანებს, რომლებმაც საუკეთესო წლები შესწირეს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. მადლობა ფასდაუდებელი გმირობისთვის, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!"-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზესტაფონში მცხოვრებმა ვეტერანებმა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად 500- ლარიანი დახმარება მიიღეს.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით - 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს