სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში 9 აპრილის შემდეგ ერთ დღე-ღამეში შემთხვევების მსგავსი ტემპით მატება არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ 34 ახალი შემთხვევიდან 26 შიდა გადაცემის ფაქტია, 8 კი - იმპორტირებული შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები უმნიშვნელოდ მატულობდა, ზოგიერთ დღეებში კი საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. უახლოეს მომავალში კი ხელისუფლება სკოლებისა და ეკონომიკის სრულ გახსნას გეგმავს.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 10 874 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 256 ადამიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო