აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 621 ადამიანი დაინფიცირდა, 1 615 კი  გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 309 550-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 1 615 ადამიანი დაიღუპა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 78 795-ს მიაღწია.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 279 000-მდე ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 621 ადამიანი დაინფიცირდა, 1 615 კი- გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა