თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 3 პაციენტი მკურნალობს

10 მაისის მონაცემებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 71 პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ მათგან კოვიდ ინფიცირებული 59 პაციენტია.

„რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი“ , - აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში ცხრით გაიზარდა და 635 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა