აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში გადავიდა

კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, აშშ-ის მთავრობის სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს ხელმძღვანელობენ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ინფიცირების დაბალი რისკის მიუხედავად, კარანტინში გადავიდა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი. ოფიციალური ინფორმაციით, 79 წლის ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება. ინფიცირებულთან კონტაქტი, ასევე, ჰქონდა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდს. ოფიციალური ინფორმაციით, ის თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. მესამე მაღალჩინოსანი კი საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის რწმუნებული სტივენ ჰანსია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატის წევრს დაუდასტურდა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში გადავიდა

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო