პატრიარქი - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს, სიხარული სიყვარულის შედეგია, სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც „ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“.

"მე მიამბობდნენ, ერთხელ მოიხილეს, კოჭლობით დათვი მოდის ჩვენკენო, ჩვენ შევედით კელიაში, შეგვეშინდაო. მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსაო. თურმე წაუვიდა ლურსმანი, თუ პატარა რკინა და ვერ იღებს იმას. ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარიო და ამოვუღეთ ეს ლურსმანიო, შემდეგ წავიდაო. 1-2 საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტანში გადასულა, მოუკრეფია სიმინდის ფუჩეჩი და მოუტანა ამ მონაზვნებს. ასე დამეგობრდნენ, ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ და ერთმა ბერძენმა მოკლა. არ იცოდა, ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო. საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.

ერთი მონაზონი იყო, მე ვეკითხები, როგორ ხართ, მე ვარ დედოფალიო, უდაბნო დედოფალიო. გამოუთხრია მიწა, იქ შემძვრალა, შესულა და ის იყო მისი სასახლე. თავისი თავი მიაჩნდა დედოფლად. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მე მინდა, რომ თქვენც იფიქროთ. რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე ქვეყანას შინა“, - აღნიშნა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო: ილია II - ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა