გიორგი ვაშაძე - მმართველი გუნდი თუ შეთანხმებას დაარღვევს, ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემულ პირობას კიდევ ერთხელ დაარღვევს, უცხოელი პარტნიორებისგან ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს.

ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს.

"ამ ორივე დოკუმენტზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების-ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დადასტურებული ხელმოწერებია, რომლებიც მათი შუამდგომლობით შედგა და თუ მმართველი გუნდი ამ შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს. მათ კონსტიტუცია არასდროს აინტერესებდათ, მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს