კომპანია „აიპლიუსი“ 11 მაისიდან ფილიალებში მუშაობას უბრუნდება

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია "აიპლიუსი" 11 მაისიდან ფილიალებში მუშაობას უბრუნდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, ონლაინ გაყიდვებთან ერთად, ორშაბათიდან თბილისის 2 (პეკინის 11, ჭავჭავაძის 19) და ბათუმი მოლის ფილიალები გააგრძელებენ მომსახურებას.

,,11 მაისიდან ფილიალები აქტიურ მუშაობას უბრუნდება. ყოველდღიურად 10:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით მომხმარებლებს შეეძლებათ Apple-ის, Samsung-ის, Xiaomi-ის, Playstation-ის, Xbox-ის და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციის შეძენა. სპეციალურად, დაბრუნებასთან დაკავშირებით, მომხმარებლები კვირის ბოლომდე სხვადასხვა აქსესუარებზე 60%-მდე ფასდაკლებებით ისარგებლებენ”, - აცხადებს პეკინის ფილიალის მენეჯერი ირაკლი ჭანკვეტაძე.

კომპანიის განცხადებით, ფილიალები აღჭურვილი იქნებიან დეზობარიერებით, თერმოსკრინინგის აპარატებით, ხელთათმანებითა და პირბადეებით, რათა მომხმარებლებმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია