დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

დღეს და ხვალ, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი ყველგან შეწყდება. დღეიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კერძოდ, დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა