ისრაელში საბავშვო ბაღები ნაწილობრივ გაიხსნა

ისრაელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაწილობრივ გაიხსნა. აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებული ეკონომიკის ამუშავების ძალისხმევის ნაწილია.

ისრაელმა საგანმანათლებლო დაწესებულებები მარტის შუა რიცხვებში დახურა. ინფიცირების შემთხვევების კლების პარალელურად, ისრალში გასული კვირიდან სკოლებში სწავლა ნაწილობრივ განახლდა. ამჟამად კი გარკვეული კატეგორიის ბავშვებს საბავშვო ბაღებში მისვლის ნება დართეს, სადაც დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები და სოციალური დისტანიციის წესები. პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ბავშვებს, რომლების დედებიც მუშაობენ, ან განქორწინებულნი არიან.

ქვეყნის განათლების სამინისტრო ზაფხულის არდადეგების პერიოდში სწავლის გახანგრძლივების შესაძლებლობასაც განიხილავს, რათა დაკარგული დროის ანაზღაურება მოხდეს.

ისრაელში კორონავირუსით სულ 17 000-მდე პაციენტი დაინფიცირდა, 250-მდე კი გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს